Accentnews.ge
ნიგერიაში ტყვეობიდან სკოლიდან გატაცებული 75 ბავშვი იხსნეს

ნიგერიაში ტყვეობიდან სკოლიდან გატაცებული 75 ბავშვი იხსნეს

14/09/2021 05:19:00 თვალსაზრისი

ნიგერიაში 1 სექტემბერს გატაცებული 75 მოსწავლე გაათავისუფლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბავშვების გათავისუფლება სამხედროებმა შეძლეს ისე, რომ მთავრობას გამოსასყიდი არ გადაუხდია.

მოზარდები შეიარაღებულმა პირებმა ზამფარას შტატის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან აიყვანეს. ნიგერიაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 1 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. სკოლის მოსწავლეების ნაწილს გამტაცებლები გამოსასყიდის მიღების შემდეგ ათავისუფლებენ, ნაწილს კი საკუთარ დაჯგუფებებში აწევრიანებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S