Accentnews.ge
"ABBA" 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ახალ ალბომს უშვებს და ვირტუალური კონცერტების სერიისთვის ემზადება

"ABBA" 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ახალ ალბომს უშვებს და ვირტუალური კონცერტების სერიისთვის ემზადება

03/09/2021 11:50:47 ეს საინტერესოა

პოპულარული შვედური მუსიკალური ჯგუფი "ABBA" 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ახალ ალბომს უშვებს. 10 სიმღერისგან შემდგარი ალბომი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამოვა, - ნათქვამია მუსიკოსების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმციაში.

ორი ახალი სიმღერა, რომელიც ალბომში შევა, ლონდონში მსმენელს უკვე წარუდგინეს. როგორც მუსიკოსები აცხადებენ, ამის შემდეგ მათ სხვა ახალ სიმღერებზეც დაიწყეს მუშაობა და საბოლოოდ ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს.

გარდა ამისა, "ABBA" გეგმავს, ლონდონში არენა გახსნას და კონცერტების სერია ჩაატაროს, თუმცა სცენაზე მუსიკოსების ნაცვლად, მათი ახალგაზრდა ჰოლოგრამები - "აბბატარები" იქნება წარმოდგენილი. ვირტუალური არტისტები "ვარსკვლავური ომების" რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა შექმნა.

ჯგუფი "ABBA" 1972 წელს სწტოკჰოლმში ჩამოყალიბდა და 10 წლის განმავლობაში იარსება. ჯგუფის სიმღერები პირველ ადგილებს იკავებდა არა მარტო სამშობლოში, არამედ აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის მუსიკალურ ჩარტებში, 2010 წელს კი "ABBA" როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში ჩართეს.

ბოლო ალბომი - "The Visitors" "ABBA"-მ 1981 წელს გამოსცა და დაიშალა. მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ ერთად მუშაობას აღარ აპირებდნენ, თუმცა 2018 წელს კვლავ გაერთიანდნენ ახალი სიმღერების ჩასაწერად და ვირტუალური ტურნეს გასამართად.

ჯგუფის ყველა წევრი ამ დროისთვის 70 წელსაა გადაცილებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S