
ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა
16/05/2019 08:45:28 სხვა, საზოგადოება
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) მაისის ბაშოზე ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. 16 მაისს ქართველმა რიკიშმა მეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა.
17 მაისს ტოჩინოშინი მონღოლ იჩინოჯოს შეხვდება.
სეზონის მესამე სუპერტურნირს ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით ატარებს და მისი უმთავრესი ამოცანა თხუთმეტტურიან შეჯიბრებაში მინიმუმ ათი ქულის აღებაა. თუ ამას შეძლებს, სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დაბრუნდება და ოძეკის სტატუსს დაიბრუნებს.