
საქართველო-ბელარუსის სუს-ებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა
13/08/2021 11:59:17 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს უშიშროების სახელმწიფო სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე ძალაშია. დღეს დოკუმენტი ბელარუსის სამართლებრივი ინფორმაციის ეროვნულ პორტალზე გამოქვეყნდა, - იუწყება reform.by.
ხელშეკრულებას, რომელიც 5 წელზე მეტი ხნის წინ შემუშავდა, 2016 წელს მოეწერა ხელი (იმხანად ქართულ უშიშროებას ამჟამინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ედგა სათავეში), თუმცა შემდგომში შიდა სახელმწიფოებრივმა პროცედურებმა წლები წაიღო.
ახლა დოკუმენტი ძალაშია. მისი ამოქმედების ოფიციალურ თარიღად 2021 წლის 1 აგვისტო ითვლება.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, ურთიერთდახმარებას სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან, ტერორიზმთან და კიბერტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, იარაღის უკანონო ბრუნვასთან, კორუფციასთან, საიდუმლო ინფორმაციის განსაჯაროებასთან ბრძოლაში.
თანამშრომლობის ფორმებად დასახელებულია განაცხადების აღსრულება, პერსონალური მონაცემების გაცვლა, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, გამოცდილების გაცვლა და სხვა.
გარდა ამისა, დოკუმენტით გათვალისწინებულია უშიშროების საკითხებში ოფიციალური წარმომადგენლების ან ატაშეების მივლენა ერთმანეთის ტერიტორიებზე განსაზღვული ან განუსაზღვრელი ვადით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021