
საბერძნეთმა გადამწვარი რაიონების კადრები გამოაქვეყნა
04/08/2021 17:04:48 ევროპა
ბერძნულმა მედიამ ათენიდან ჩრდილოეთით მდებარე ვარიმპამპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო.
ბერძნული დედაქალაქის მწვანე გარეუბანი ვარიმპამპი ზაფხულობით პოპულარულ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.
ხანძარმა ტყის მასივის უზარმაზარი ტერიტორია გაანადგურა, გადაწვა სახლები და ავტომობილები.