Accentnews.ge
ოფიციალური მოსკოვი - საქართველოში მიმდინარე წვრთნებზე: "მოსკოვი აუცილებელ ზომებს მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად"

ოფიციალური მოსკოვი - საქართველოში მიმდინარე წვრთნებზე: "მოსკოვი აუცილებელ ზომებს მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად"

30/07/2021 13:54:50 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის - დიმიტრი პესკოვის შემდეგ საქართველოში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე წვრთნებს ოფიციალური მოსკოვიც ეხმიანება და "აუცილებელი ზომების მიღებით" იმუქრება.

"საქართველოში მიმდინარე წვრთნები "Agile Spirit" რუსეთის შეშფოთებას იწვევს. რა თქმა უნდა, მათ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, მათ შორის - სამხედრო-ტექნიკურს, რუსეთის ინტერესების საიმედოდ დასაცავად" , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

მისივე თქმით, "ბოლო წლებში მსგავსი სწავლებების რაოდენობა იზრდება, ბევრ მათგანს ანტირუსული ხასიათი აქვს და ალიანსის სამხედრო გეგმარება სულ უფრო მეტად იხვეწება "აღმოსავლეთიდან საფრთხის" საპირწონედ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S