
შსს – თუშეთში სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენიც ჩაერთო
27/07/2019 11:53:03 სხვა, სამართალი, რეგიონები
თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამასთან, თუშეთში თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები და მედიკოსები გაემგზავრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021