Accentnews.ge
საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო

27/07/2019 08:31:30 სხვა, თავდაცვა

დღეს საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”  27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ჩატარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.

წვრთნებში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს. ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის.  ამას გარდა, სწავლების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S