Accentnews.ge
ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 70–მდე პალესტინელი დაიჭრა

ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 70–მდე პალესტინელი დაიჭრა

15/05/2019 17:17:37 სხვა, მსოფლიო

ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 70–მდე პალესტინელი, მათ შორის 20 არასრულწლოვანი და 5 ქალი დაიჭრა, – იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება საზღვრის სიახლოვეს პალესტინელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა, რომელიც 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ნაკბას („კატასტროფის დღის“) 71-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

ისრაელის თავდაცვის არმიის მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 10 000–მდე ადამიანი მონაწილეობდა. მისივე ცნობით, დღეს დემონსტრანტებმა საბურავები დაწვეს და ებრაელ სამხედროებს ქვები დაუშინეს.

თვითმხილველების განცხადებით,  სამხედროებმა საპასუხოდ საბრძოლო ვაზნები და რეზინის  ტყვიები, ასევე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თუმცა როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, ოპერაცია თავდაცვით ხასიათს ატარებდა.

პალესტინელებმა რამდენიმე აქცია დასავლეთ ნაპირზეც ჩაატარეს. ამ რაიონში სერიოზული დაპირისპირებების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ცნობისთვის: წელს ნაკბას ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ესკალაცია უძღოდა წინ. მაშინ პალესტინელმა სნაიპერმა ორი ებრაელი ჯარისკაცი დაჭრა, საპასუხოდ ისრაელის არმიამ „ჰამასის“ პოზიციებს შეუტია, დაიღუპა ორი პალესტინელი. ამის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვეს. დაიღუპა ისრაელის 4 მოქალაქე, კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაიღუპა 20 პალესტინელი, მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, როგორც გასამხედროებული დაჯგუფებების წევრები ისე მშვიდობიანი მოქალაქეები. სულ დარტყმები „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 300–ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა.

1948 წლის მაისში ზოგიერთი არაბული ქვეყანა არ დაეთანხმა გაეროს გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების თაობაზე და ებრაული დასახლებებისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციები წამოიწყო. ისრაელმა თავდასხმა მოიგერია და არაბული ტერიტორიების ნაწილი დაიპყრო. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას არაბული მოსახლეობა ტერიტორიებს მასობრივად ტოვებდა. სხვადასხვა მონაცემებით, დევნილად 600 000–მდე პალესტინელი იქცა. არაბულ სამყაროში ამ მოვლენებს ნაკბას სახელწოდება მიანიჭეს. 1949 წელს, ომის დასრულების შემდეგ 800 000–ზე მეტი ებრაელი არაბული სახელმწიფოებიდან ისრაელსა და სხვა ქვეყნებში გაიქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S