
რეგიონში დაძაბულობის გამო გერმანიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერა
15/05/2019 14:00:26 სხვა, მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის გამო გერმანიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.
გერმანელი სამხედრო პირები ერაყის ძალებს წვრთნიდნენ.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია. დღესვე საფრთხის გამო ერაყში სამხედრო მისია ჰოლანდიამაც შეაჩერა.