
საფრთხის გამო ჰოლანდიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერა
15/05/2019 13:30:08 სხვა, მსოფლიო
საფრთხის გამო ჰოლანდიის მთავრობამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჰოლანდიელი სამხედრო პირები ერაყის ძალებს წვრთნიდნენ.
რა საფრთხეები იგულისხმება, ჰოლანდიის მთავრობა არ აკონკრეტებს.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.