Accentnews.ge
ინგუშეთში “ახალგაზრდობის ქცევის კოდექსი” შემოიღეს

ინგუშეთში “ახალგაზრდობის ქცევის კოდექსი” შემოიღეს

22/07/2019 16:34:51 კავკასია

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის მერიამ “ინგუში ახალგაზრდობის ქცევის კოდექსი” გამოსცა

როგორც ქალაქის თავკაცი ბესლან ცეჩოევი განმარტავს, ბროშურა ინგუში ხალხის ტრადიციული ფასეულობების პროპაგანდირებას ისახავს მიზნად და სამ - ინგუშურ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა გამოცემული.

«ვცდილობთ, გავახაროთ თანამოქალაქეები საღამოობით სიმშვიდის უზრუნველყოფით. თუნდაც ერთი უწმაწური სიტყვის წამოყვირება, ხმამაღალი სიცილი, ან პარკებში სკამებზე მსხდომი გოგონები, რომლებიც გამვლელ უფროსებს ვერ ამჩნევენ, - ეს სრულიად მიურებელია», - აღნიშნავს მერი.

ბროშურები საზოგადოებრივ სივრცეებში რიგდება, სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც გავრცელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S