Accentnews.ge
"ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩებთან აქტიური მუშაობა გვჭირდება"

"ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩებთან აქტიური მუშაობა გვჭირდება"

15/05/2019 10:36:49 ეკონომიკა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თვლის, რომ ევროკავირისა და აშშ–ის ელჩებთან მუშაობა გასააქტიურებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"ჩვენ გვჭირდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებთან. იმიტომ, რომ თუ ელჩების და ამ ქვეყნების უკმაყოფილება არის ეკონომიკური პოლიტიკით ან რამე სხვა საკითხით, ეს ძალიან გვიშლის ხელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ისეთი სამიზნე ბაზრებიდან, რომლებიდანაც ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ. მაგალითად, აშშ და ევროკავშირი. იმიტომ, რომ ჩვენი ელჩები ვინც აქ არიან, არიან ე.წ gate keeper-ები. ინვესტორი რომ მოდის პირველ რიგში მათ ეკითხება, ამიტომაც მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია",– განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას მოხსენებას ოპოზიცია და დაინტერესებული პირები ესწრებიან. გამოსვლით უმრავლესობის მხოლოდ 3 დეპუტატი დაინტერესდა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S