
სომხური პროკურატურა საქართველოს მოქალაქეებს ორმაგ მკვლელობას ედავება
15/05/2019 10:03:32 კავკასია, სხვა, სამართალი
სომხეთის პროკურატურა საქართველოს სამ მოქალაქეს ორი ადამიანის მკვლელობას ედავება. როგორც სომხური მედია წერს, პოლიციამ 26 წლის ჟორა მარტიროსიანის ცხედარი სევანის ტბასთან აღმოაჩინა. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მანქანა სამართალდამცველებმა მთავრობის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკის ავტოსადგომზე იპოვეს. როგორც გაირკვა, მარტიროსიანმა ტაქსით წაიყვანა საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ორი სომხეთში არალეგალურად იყო შესული.
პოლიციის ცნობით, ქართველმა წყვილმა ტაქსის მძღოლი ქვის გამოყენები მოკლა, შემდეგ კი გაძარცვა. მათი მეგობარი კი მომხდარს შეესწრო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე, 2018 წლის იანვარში ამავე წყვილმა გაძარცვა და მოკლა ერევანში მცხოვრები 71 წლის პენსიონერი ქალი.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოკვლევა დაასრულა და საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. ამ დროისთვის საქართველოს ორ მოქალაქე მკვლელობაში სდებენ ბრალს, ხოლო ერთს – მკვლელობის თანამონაწილეობაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021