Accentnews.ge
აუსტრევიჩუსი: "საქართველოს სანდოობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება შეთანხმება"

აუსტრევიჩუსი: "საქართველოს სანდოობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება შეთანხმება"

12/05/2021 06:06:42 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, ევროკავშირის მოელის, რომ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროპული შუამავლობით მიღწეული შეთანხმება სრულფასოვნად და დროულად განხორციელდება.

როგორც აუსტრევიჩუსმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს სანდოობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება შეთანხმება.

"ბატონი მელიასთვის გირაოს გადახდა გამონაკლისი შემთხვევა იყო, რაც ევროკავშირის მხრიდან სერიოზულ ერთგულებას წარმოადგენს, დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ევროკავშირი მოელის, რომ ყველა ხელმომწერი მიღწეულ შეთანხმებას სრულფასოვნად და დროულად განახორციელებს. საქართველოს სანდოობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება ხელშეკრულება. ევროკავშირის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისკენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზის ძიებისკენ, არის ორგანიზაციის ერთგულების დასტური მისი ასოცირებული პარტნიორების მიმართ", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000–ლარიანი გირაოთი შეუცვალა, რომელიც ევროკავშირმა წინასწარ გადარიცხა. მოგვიანებით, იმავე დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპატიმრო დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S