Accentnews.ge
NATO–სა და ევროკავშირის წევრობის გასაღები – „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორის ანალიზი

NATO–სა და ევროკავშირის წევრობის გასაღები – „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორის ანალიზი

11/05/2021 08:34:30 პოლიტიკა

დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის NATO–სა და ევროკავშირის წევრობის გასაღები დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუტებისადმი ერთგულებაა.

როგორც კარპენტერმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, განახორციელოს რეფორმები, რაც სამომავლოდ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ქვეყნის გაწევრიანებას შესაძლებელს გახდის.

"შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა და ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაცია მოწადინებული იქნება, იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას შესაძლებელს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ NATO​–ს თავდაცვის რეფორმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს, როგორც NATO, ისე ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუტებისადმი. ჩემი აზრით, ეს ერთგულება რჩება ორივე ორგანიზაციის წევრობის გასაღებად", – განაცხადა კარპენტერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S