Accentnews.ge
ევროკავშირმა ეპიდვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ეპიდვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია გააფართოვა

06/05/2021 09:48:13 მსოფლიო

ევროკავშირმა ეპიდვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია გააფართოვა.

კერძოდ, ევროკავშირის საბჭომ ისრაელი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეტაპობრივად გააუქმონ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები.

ამჟამად ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).

ევროკავშირის საბჭო კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას კვლავ ყოველ ორ კვირაში გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S