Accentnews.ge
"მე კიევში ერთი უბრალო მიზეზის გამო ვიმყოფები, კიდევ ერთხელ დავადასტურო აშშ–ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი"

"მე კიევში ერთი უბრალო მიზეზის გამო ვიმყოფები, კიდევ ერთხელ დავადასტურო აშშ–ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი"

06/05/2021 07:47:41 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი.

"მე აქ ერთი უბრალო მიზეზის გამო ვიმყოფები – პრეზიდენტ ბაიდენის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ აშშ–ის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. ასევე ვადასტურებ ორ ქვეყანაშ შორის პარტნიორული ურთიერთობებისადმი ერთგულებას", – განაცხადა უკრაინაში ჩასვლისას ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი უკრაინას დღეს ეწვია. იგი უკრაინის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვიზიტის დროს რუსული აგრესიის, ამერიკა-უკრაინის ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში გაღრმავებისა და რეფორმების საკითხებზე ისაუბრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S