Accentnews.ge
კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

06/05/2021 06:08:08 მსოფლიო

კანადამ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა, - იუწყება BBC.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მოზარდებისთვის.

კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა.

როგორც "ფაიზერში" აცხადებენ, ვაქცინა ხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.

ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 1.2 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული და აქედან დაახლოებით 20% 19 წლამდე ასაკის პირია. კანადაში ვაქცინის ერთი დოზა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 34 %-ს აქვს გაკეთებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S