Accentnews.ge
"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს"

"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს"

06/05/2021 06:00:45 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

„თუ რუსეთი იმოქმედებს უგუნურად და აგრესიულად, როგორც იმოქმედა SolarWinds-ის კიბერთავდასხმის დროს, როგორც იმოქმედა ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და როგორც იმოქმედა ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით, ჩვენ ვუპასუხებთ", - განაცხადა ბლინკენმა BBC- სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ს სურს, რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდეს.

ცნობისათვის: ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შეშფოთებულები“ არიან რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S