Accentnews.ge
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

15/05/2019 04:03:11 სხვა, საზოგადოება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.kids.org.ge.

როგორც მანამდე ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განმარტა, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის. 

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილებაა. კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: 

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S