Accentnews.ge
"NATO-ს თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ"

"NATO-ს თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ"

18/02/2021 16:20:34 მსოფლიო

"NATO-ს თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO–ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ვადა, პირველი მაისი, რა დროსაც NATO-ს ძალებმა ავღანეთი უნდა დატოვონ.

ამასთან, სტოლტენბერგმა მოძრაობა „თალიბანს“ მოუწოდა, შეასრულოს აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

2020 წლის თებერვალს აშშ-მა და მოძრაობა „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმად, აშშ და მისი მოკავშირეები პირობას დებენ, რომ დატოვებენ ავღანეთს, სანაცვლოდ კი „თალიბანი“ იქნება გარანტი, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში NATO–ს მისიის ფარგლებში ქართველი სამხედროებიც იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S