
გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა
18/02/2021 06:32:04 პოლიტიკა
გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, თუმცა მას გუნდთან ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა აქვს და სწორედ აღნიშნულს უკავშირებს გახარია გადაწყვეტილებას.
„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“,-აღნიშნა გახარიამ.
გახარიას განაწყვეტილებას ენმ–ის ოფისში, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები არიან შეკრებილნი, აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ამრიგად, პრემიერის გადადგომის შემდეგ გადამდგარად ითვლება მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ის ახალი პრემიერის დასახელებისა და პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შესრულების რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
იხილეთ ასევე: „დაპირისპირება ყველა მიმართულებითაა“ – ვინ ვის ებრძვის „ოცნებაში“
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021