
მე–8 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
14/05/2019 09:47:00 სხვა, საზოგადოება
არასრულწლოვანის მდგომარეობა, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ, თბილისში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია.
როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს დღეს ან ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ.
ცნობისთვის: ბავშვი მე-8 სართულიდან 8 მაისს გადმოვარდა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მოტეხილობები არ აღმოაჩნდა, თუმცა მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მოკვლევა.