Accentnews.ge
შავი ზღვის სანაპიროზე ფრინველებისა და დელფინების მასობრივი დაცემა დაფიქსირდა

შავი ზღვის სანაპიროზე ფრინველებისა და დელფინების მასობრივი დაცემა დაფიქსირდა

15/02/2021 13:55:55 საზოგადოება

ეკოლოგებმა შავი ზღვის სანაპიროზე ფრინველებისა და დელფინების მასობრივი დაღუპვის შემთხვევები დააფიქსირეს. განგაში ჯერ ანაპაში (რუსეთი) ატყდა.

ინსტაგრამ-ფაბლიქ "Типичная Анапа"-ში განთავსდა შესაბამისი ვიდეოც. როგორც სოცქსელების მომხმარებლები კომენტარებში აღნიშნავენ, მსგავსი სურათია ამჟამად გელენჯიკში, ტუაპსეს რაიონსა და სოჭშიც.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ანაპა - ჩვენი საერთო სახლის" საბჭოს წევრმა სტანისლავ ერმოლაევმა უამბო Кавказ.Реалии-ს, რომ ფრიველების მსგავსი მასობრივი ვარდნა ერთხელ უკვე დაფიქსირდა - რამდენიმე წლის წინ.

"არა მგონია, საქმე ამინდში იყოს, აქ ადამიანური ფაქტორი უფროა. როგორც ჩანს,საუბარია რაღაცით მოწამლვაზე, რაც ფრინველებმა საკვებად მიიღეს. რაც შეეხება დელფინებს, სახელდება სხვადასხვა მიზეზები, ფანტასტიკურის ჩათვლით. მაგალითად, სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში. თუმცა ბევრად უფრო რეალისტური სავარაუდო მიზეზი წყლის დაბინძურებაა", - თვლის საზოგადო მოღვაწე.

"მწვანე ლიგის" კრასნოდარის განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ ტუაპსეს პლაჟზე ათეულობით დაღუპული ფრინველი იპოვეს და "როსსელხოზნადზორსაც" მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "დელფაში" დაღუპული დელფინების აღმოჩენის შემთხვევების გახშირებას ადასტურებენ: იანვარში ორგანიზაციამ 60 ასეთი შემთხვევა აღრიცხა, მაშინ, როცა 2019-ში ეს მაჩვენებელი 13-ს შეადგენდა, 2020-ში - 7-ს. თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში კი 29 შემთხვევა აღირიცხა (2020 წლის მთელი თებერვლის განმავლობაში - სულ 31, 2019ის თებერვალში – 6).

"დელფინების ნაწილის სიკვდილის ყველაზე რეალისტური მიზეზი თევზსაჭერი გემების ბადეებში მოხვედრაა, თუმცა დანამდვილებით მიზეზი მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გვეცოდინება, - ამბობს სამეცნიერო ცენტრ "დელფას" მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა დენისენკო. – ადგილობრივი მაცხოვრებლები, ყოველ შემთხვევაში ანაპაში, ფრინველების მასობრივ დაღუპვას ქარიშხალს უკავშირებენ, თუმცა როგორც წესი, ფრინველები კარგად არიან ადაპტირებულები საარსებო გარემოსა და ბუნებრივ პირობებთან".

ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი ვერსია ინფექციური დაავადების გავცელებაა. ირიბად იგი შესაძლოა, ანტროპოგენულ საქმიაობასაც უკავშირდებოდეს, მათ შორის - მასობრივ თევზჭერას შავ ზღვაში ფრინველებისთვის საკვები ბაზის შემცირებით, ან წყლის აგრარული სამრეწველო ჩადინებებით დაბინძურებას, ან ხომალდების მომეტებულ მოძრაობას, - ეს ყველაფერი ფრინველების იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებს და სხვადასხვა დაავადებების რისკს ზრდის.

"ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, ისაა, რომ აუცილებელია ცხედრების გამოკვლევა. კორონავირუსის პანდემიაც ხომ გარეული ცხოველებისგან დაიწყო. ამდენად, ვეტერინარულმა სამსახურებმა ფაქტი კომპლექსურად უნდა შეისწავლონ, რათა ინფექციის არსებობა და მისი გავრცელების რისკი გამოირიცხოს", - თვლის მიკრობიოლოგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S