Accentnews.ge
საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის

04/07/2019 18:43:05 სხვა, რეგიონები

"საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

"ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე მეხანძრე-მაშველის იღებს. საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები. აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება" - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S