Accentnews.ge
მოსკოვი: „აშშ ევროკავშირში განთავსებული ბირთვული შეიარაღების გამოსაყენებლად ემზადება“

მოსკოვი: „აშშ ევროკავშირში განთავსებული ბირთვული შეიარაღების გამოსაყენებლად ემზადება“

14/05/2019 07:54:10 სხვა, მსოფლიო

ევროპის ტერიტორიაზე არაბირთვული სახელმწიფოების მოზიდვით ამერიკული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადება მიმდინარეობს, – განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელობლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმირ ერმაკოვმა.  

„სამწუხაროდ, ვაშინგტონზე დამოკიდებული ზოგიერთი ქვეყანა თავს იკატუნებს, თითქოს არაფერი ხდება, ან უბრალოდ ეშინია იმის პროვოკაციულობაზე დაფიქრებაც კი, რომ 21–ე საუკუნეში ევროპის ტერიტორიაზე არაბირთვული ქვეყნების მიზედვით ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადება მიმდინარეობს. ამჯამად ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო აშშ–ს უფლებას აძლევს, მათ ტერიტორიებზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამით საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის რომელ განმტკიცებაზე შეგვიძლია, ამ პირობებში სერიოზულად ვისაუბროთ, როდესაც, ერთი შეხედვით, თითქოსდა „ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოები“ აგრძელებენ სრულიად უგონოდ საკუთარი თავის სრული თვითგანადგურებისა და ბირთული კატასტროფის ზღვარზე დაყენებას?!“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

 მისივე თქმით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ნიუ–იორკის 2020 წლის მიმოხილვითი კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტის შეხვედრაზე რუსეთი „უპირველესად, ხსენებული შეთანხმებს მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის, მისი სამი საკვანძო შემადგენელის – ბირთვული გაუვრცელებლობის, ბირთული განიარაღებისა და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისადმი დაბალანსებული მიდგომის აუცილებლობით“ ხელმძღვანელობდა. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S