Accentnews.ge
„როგორ გადაწყდება TBC–ს საკითხი და რა განმარტება მიეცემა ამას, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს იმიჯზე“

„როგორ გადაწყდება TBC–ს საკითხი და რა განმარტება მიეცემა ამას, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს იმიჯზე“

26/02/2019 09:59:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო “TBC ბანკის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აცხადებს, რომ საკითხის გადაჭრასა და იმას, თუ რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს იმიჯზე.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „TBC ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. იმას, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებით“ – განუცხადეს“აქცენტს” აშშ-ის საელჩოში.

ამასთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნეს, საინვესტიციო გარემოს კუთხით “მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს-დავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება“.

„საქართველომ ბიზნეს–გარემოს გაუმჯომებესების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“ რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-9 პოზიციიდან მე-6-მდე დაწინაურდა. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის უზრუნველჰყოს შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის სრულფასოვნად აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს-დავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას აშშ-საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოებისთვის და საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული დერეფნების უმნიშვნელოვანესი კერა“, – განაცხადეს საელჩოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S