
"მინდა, გრიგოლ ვაშაძეს კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობა გადავუხადო"
15/12/2020 12:24:02 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის ფაქტს ეხმიანება და მადლობას უხდის "კარგი პოლიტიკოსობისთვის".
"რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის", – განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ცნობით, ჰარცელმა.
ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021