Accentnews.ge
"ვაშაძის განცხადების ფორმაც და შინაარსიც ენმ-სთვის იყო მოულოდნელიც და აუხსნელიც"

"ვაშაძის განცხადების ფორმაც და შინაარსიც ენმ-სთვის იყო მოულოდნელიც და აუხსნელიც"

15/12/2020 09:50:19 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ენმ–ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების ფორმაც და განცხადების შინაარსიც პარტიისთვის მოულოდნელიცაა და აუხსნელიც.

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა, ამ განცხადების ფორმაც და შინაარსიც, იყო ჩვენთვის მოულოდნელიც, აუხსნელიც და ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ. ამავე დროს, ენმ-ში მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ წასულებს ცვლიდნენ სხვები. რადგან ენმ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დიქტატორის შეცვლა. როცა კეთდება ამგვარი განცხადებები, ალბათ უმჯობესია, ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ ინფორმირებულები, რადგან არ გაჩნდეს ვარიაცები". - თქვა წუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, არ იცის, ვის გულისხმობს გრიგოლ ვაშაძე ენმ-ში ოდიოზურ ფიგურებში.

"ვნახე ოდიოზური ფიგურები: თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, რომლებიც იწონებდნენ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას", - დასძინა წიკლაურმა.

ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S