Accentnews.ge
"ვაშაძის მიერ "ოცნების" კრიტიკა ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის"

"ვაშაძის მიერ "ოცნების" კრიტიკა ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის"

15/12/2020 08:57:50 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავესობის დეპუტატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მწვავე განცხადებები "ქართული ოცნების" მიმართ არა ვიწროპარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

როგორც წულუკიანმა ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა, მიუხედავად ვაშაძის "მწვავე და პრინციპული პოზიციებისა, ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე ის რაღაცა, რაც იშვიათად დაუნახავს ოპოზიციის სხვა წევრებში".

"იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით. ეს იყო ნაკარნახევი არა ვიწრო პარტიულით, არამედ იმით, რა ჯობს ქვეყნისთვის". - თქვა მან.

რაც შეეხება ვაშაძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას, წულუკიანმა ეს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილს დაუკავშირა.

"მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს მე "ცხელი კარტოფილი" დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც, მჯეროდა, რომ ეს ის "ცხელი კარტოფილი" იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არა მხოლოდ მას. თუმცა როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას მიაქანებენ ჩიხისკენ, უფრო ცუდი სიტყვა რომ არ გამოვიყენო და მათ ყველანაირ წარმონაქმნს, იქნება ეს "ევროპული საქართველო" თუ სხვა, უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S