
"გრიგოლ ვაშაძის წასვლა დიდი დანაკლისია "ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილება"
15/12/2020 08:45:50 საშინაო პოლიტიკა
"გრიგოლ ვაშაძის წასვლა დიდი დანაკლისია "ნაციონალური მოძრაობისთვის", – ამის შესახებ ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება", – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021