
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა
15/12/2020 06:15:00 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა.
შესაბამისი განკარგულებები ცსკ-ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოხსნილ იქნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); "შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).
განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021