
"პარალელური დათვლა ჩვენი მთავარი არგუმენტი არ ყოფილა, ეს "ქართულმა ოცნებამ" მოიგონა"
14/12/2020 09:50:17 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგენის პარალელური დათვლა ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არ ყოფილა, რადგან მისივე თქმით, არჩევნები უშუალოდ კენჭისყრის დღეს გაყალბდა.
"პარალელურ დათვლაზე ყოველთვის ვამბობდით, რომ იქ არსებული შეუსატყვისობა, არასდროს არ ყოფილა მთავარი მანიშნებელი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელური დათვლა ნიშნავს იმას, რომ რა ოქმებსაც იღებდნენ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები, იმ ოქმებს აჯამებენ და დებენ შედეგს. გაყალბება მოხდა ბიულეტენების ჩაყრის გზით, გაყალბება მოხდა, ასევე კარუსელების გზით, პარალელური დათვლა ამათ ვერ იჭერს, გაყალბებები მოხდა, ასევე მოსყიდვით, ამიტომ პარალელური დათვლა არასდროს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი, ეს "ქართულმა ოცნებამ" მოიგონა, რომ თითქოს ეს იყო. ახლა თავისივე მოგონილი არგუმენტი გაქარწყლდა და ამაზე ააგეს მთელი ეს პროპაგანდა", - განაცხადა კაპანაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021