
"TI-ს არ ჩაუტარებია PVT. კობახიძის განცხადებები NGO-ების დისკრედიტაციის მცდელობაა"
14/12/2020 09:26:39 საშინაო პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) ხელმძღანელი ეკა გიგაური სიცრუეს უწოდებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნების PVT - პარალელური დათვლა "სამართლიან არჩევნებთან" ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა ვინაიდან მისი შედეგები ცსკ-ს შედეგებს დაემთხვა, არ განასაჯაროვა.
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" PVT 400 უბანზე ჩაატარა.
"PVT საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს არ ჩაუტარებია, ამიტომ სანამ მოაწყობენ ბრიფინგებს, კარგი იქნება, ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ. ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი ორგანიზაციის და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორის", – განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები "ქართული ოცნების" პირობებში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021