
"ISFED-ს შეცვლილმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ თამარ ჟვანიას არაფერი გაუფუჭებია"
12/12/2020 11:02:22 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ პარალელური დათვლის შედეგების გადამოწებამ ცსკ–ის სიმართლე დაადასტურა.
"ამას არ სჭირდებოდა რამე განსაკუთრებული ჩაღრმავება, უკვე ციფრებიდან და არითმეტიკიდან არის ნათელი ის, რომ PVT-ში იყო დაშვებული ძალიან უხეში ხარვეზი, რისი გადამოწმებაც ჩვენ ვითხოვეთ და უცხოელმა პარტნიორებმა ამაზე მისცეს ძალიან მყისიერი რეაქცია. PTV-ის მონაცემების გადამოწმებით დადასტურდა, რომ სულ მცირე, თამარ ჟვანიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას - ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ ოპოზიციას დებატებს", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021