
კახიანი – წულუკიანზე: "კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მინისტრისას"
11/12/2020 10:52:45 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა მთავრობის რანგში მინისტრისას უთანაბრდება.
"ქალბატონი თეა წულუკიანი ალბათ ერთადერთი მინისტრია, რომელიც 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი. პარლამენტში იგი დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარეობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა. თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას", -განაცცხადა კახიანმა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს წარადგენენ. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021