
"დროა, ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში"
11/12/2020 09:25:01 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაფასებს დრო დადგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.
„ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა, საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის პირველი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო, 1992 წლის იანვარის გადატრიალების შედეგად დაიშალა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021