
ელისო ბოლქვაძე: "8 წელიწადში გინდათ, რომ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ?"
11/12/2020 09:46:46 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ახალი სახე, პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ საქართველოში "ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა".
"საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა. გაჭირვებული ქვეყანა რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 8 წელიწადში გინდათ, რომ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ? არ გაქვთ სტაბილურობა? სტაბილურობა არ არის მთავარი ამოსავალი?", – ასე უპასუხა ბოლქვაძემ ჟურნალისტს კითხვაზე, "რით ვერ აშენდა ქვეყანა 8 წლის განმავლობაში?".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S