
"იყო გზავნილები, რომ თუ შემოხვალთ პარლამენტში, პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთო"
10/12/2020 19:37:07 საშინაო პოლიტიკა
"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან ოპოზიციის მისამართით იყო გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ "თუ პარლამენტში შევიდოდნენ, მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა".
მისივე თქმით, "დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაც სწორედ იმისთვის მოხდა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს ამ საკითხით ოპოზიციასთან ევაჭრა".
"ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, რომლებიც აბსოლუტურად ტყუილად არიან ციხეში, არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ წინასწარი პატიმრობაც კი არ შეუმსუბუქეს. აქ არ არის საუბარი ბრალის მოხსნაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ადამიანების ციხეში ყოფნის აუცილებლობა არ დგას. უბრალოდ ტყვედ ჰყავთ აყვანილი ეს ადამიანები, რომ მერე ოპოზიციას ევაჭრონ. იყო ასეთი გზავნილები, რომ აი თუ შემოხვალთ პარლამენტში, მაშინ პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთ. ღიად ტელევიზორით არ უთქვამთ, მაგრამ... ეს იყო შოკი და ისეთი რეაქცია ჰქონდა მთელ ოპოზიციას, მიხვდა ხელისუფლება, რომ ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა გაეგრძელებინა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021