Accentnews.ge
„პატრიოტთა ალიანსი" მანდატებზე უარს აცხადებს და პარტიული სიის გაბათილებას აპირებს

„პატრიოტთა ალიანსი" მანდატებზე უარს აცხადებს და პარტიული სიის გაბათილებას აპირებს

10/12/2020 16:00:47 საშინაო პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი" მანდატებზე უარს აცხადებს და პარტიული სიის გაბათილებას აპირებს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური, „პატრიოტთა ალიანსმა" პირველმა მოუწოდა პარტიებს, რომ სიები გაებათილებინათ. ჩვენ ყველას განცხადება წარვუდგინეთ ოპოზიციას, სიაში 132 ადამიანი გვყავს და ყველა მათგანის. ოპოზიციამ ეს ვერ გააკეთა. გრძელი წესი აირჩია ოპოზიციამ. ახლა სიები უნდა განულდეს, განცხადებები უნდა დაიწეროს. ოპოზიცია ცალკე მოქმედებს, ჩვენ ცალკე ვმოქმედებთ. ოპოზიციის მოქმედებები, რომ ჩვენსას ემსგავსება ეს ხელისუფლების არჩევანია და არა ჩვენი, მაგრამ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, მის მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობას და მანდატსაც დავტოვებთ", - განუხადა პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ "რადიო თავისუფლებას".

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 10 დეკემბრის მდგომარეობით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების პროცესი მომავალი კვირიდან გაგრძელდება. ოპოზიციის გადაწყვეტილების საფუძველი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და რამოდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის – გათავისუფლდნენ პოლიტპატმრები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

იხილეთ ასევე: რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S