Accentnews.ge
"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ"

"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ"

08/12/2020 17:59:23 საშინაო პოლიტიკა

"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს დავუთმობთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტმა წელიწადზე მეტი გაატარა მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა. იგივე გაგრძელდება, შეიძლება, გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდება. დიდი იმედი გვაქვს, ყველა პარტია იქნება შეკრებილი. გრძელდება მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება, გაგრძელდება ეს პროცესი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში პოზიციები შეჯერებული გვაქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და პარლამენტში არ შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S