Accentnews.ge
"პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა"

"პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა"

08/12/2020 17:31:47 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და პარლამენტში არ შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S