Accentnews.ge
14 მაისის ამინდის პროგნოზი

14 მაისის ამინდის პროგნოზი

14/05/2019 03:10:37 სხვა, საზოგადოება

სინოპტიკოსები დღეიდან შედარებით უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისს საღამოს საათებამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება წვიმა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით კვლავ არის მოსალოდნელი. ხოლო 15 მაისს დღის საათებიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში კვლავ შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 23 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 21-დან 26 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად მომატება და შედარებით უნალექო ამინდი 18 მაისიდან არის მოსალოდნელი. ბარში, ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 30 გრადუსს გადააჭარბოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S