Accentnews.ge
"ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებამდე "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში არ შევა"

"ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებამდე "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში არ შევა"

08/12/2020 11:00:15 საშინაო პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს მანამ, სანამ მმართველ გუნდთან ფუნდამენტურ საკითებზე შეთანხმება არ მოხდება.

"მანამ, სანამ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება, არჩევნები ან პლებისციტი, მოლაპარაკება წარმატებულად ვერ ჩაითვლება. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შეთანხმების გარეშე რამე ნაბიჯი გადადგას. პოლიტიკური შეთანხმება თუ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე და ჯერ არ მომხდარა, არავინ, არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და ასევე, რა ინფორმაციაც მაქვს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არავინ აპირებს არსად შესვლას და გამოსვლას". - განაცხადა მან.

დღეს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოს, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია უარყო თავად ვაშაძემაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S