Accentnews.ge
"ყველას პოზიცია იყო ბოიკოტი შეთანხმების გარეშე, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი"

"ყველას პოზიცია იყო ბოიკოტი შეთანხმების გარეშე, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი"

08/12/2020 10:39:58 საშინაო პოლიტიკა

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერმა პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

"აქამდე ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. ახლა ვინ რა ჭკუაზეა არ ვიცი. მათი [ყოფილი თანაპარტიელების] პოზიციაც იყო, რომ შეთანხმების გარეშე არავინ შევიდოდა", - განაცახადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S