Accentnews.ge
აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

07/12/2020 16:29:37 პოლიტიკა

აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას. აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S