Accentnews.ge
"ნატო–ს ქმედების საპასუხოდ კალინინგრადში სამხედრო წარმოდგენილობას ვაძლიერებთ"

"ნატო–ს ქმედების საპასუხოდ კალინინგრადში სამხედრო წარმოდგენილობას ვაძლიერებთ"

07/12/2020 12:42:33 მსოფლიო

რუსეთი კალინინგრადში სამხედრო წარმოდგენილობას აძლიერებს. აღნიშნულის მიზეზად კი"ნატო–ს მხრიდან მომავალ საფრთხეს" ასახელებს.

"ამ საფრთხის საპასუხოდ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო. ერთ-ერთი მათგანია მოტომსროლელი დივიზიის ფორმირება, რომელშიც შედის საარტილერიო და სატანკო პოლკები. კალინინგრადში განთავსდება 30 T-72B3M ტიპის ტანკი, საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული საზღვაო კორვეტი და Sukhoi SU-30SM ტიპის ავიაგამანადგურებლები [რაოდენობა უცნობია]", – განაცხადა რუსეთის ბალტიის ფლოტის ადმირალმა ალექსანდრე ნოსატოვმა.

მან ნატო ბალტიისპირეთში "ჯავშანსატანკო და სხვა ტაქტიკური ქვედანაყოფების განთავსებაში" დაადანაშაულა და დასძინა, რომ "მოსკოვი კალინინგრადში სამხედრო წარმოდგინელობის გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S