Accentnews.ge
ტორესა მოსი "გირჩს" ტოვებს

ტორესა მოსი "გირჩს" ტოვებს

04/12/2020 07:55:34 საშინაო პოლიტიკა

„გირჩის“ წევრი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს.

„მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემ ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია. ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგაგებინებთ ამ ახალი მოგზაურობის დეტალებს. P.S. ამ თემაზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ მედიასთან, ზოგადად პოლიტიკურ თემებზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ხელოვნებაზე ვილაპარაკებ რამდენსაც გინდათ და სადაც გინდათ“, – წერს ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.

ტორესა მოსი განცხადებას წინ "გირჩის" ლიდერის "პოსტი" უძღოდა. დღეს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრებთან – იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S