Accentnews.ge
მთავრობამ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხზე კომისია შექმნა

მთავრობამ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხზე კომისია შექმნა

03/12/2020 07:46:37 საშინაო პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ეს კომისია იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე.

"მოგეხესენებათ, საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ გარკვეული თანხები უკვე გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე, ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად", - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S